შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა იმ რეკომენდაციებსა და რეგულაციებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტრომ არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შეიმუშავა. მინისტრმა, ნატალია ვუტოვას უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებიც გააცნო. ევროპის საბჭო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ახორციელებს პროექტებს მნიშვნელოვანი მიმართულებებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
