დედაქალაქში ფონდ „ქართუს“ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი უახლოეს დღეებში იწყება
დედაქალაქში ფონდ „ქართუს“ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი უახლოეს დღეებში იწყება. საუბარია შვიდას ჰექტარზე, რომელიც რეკრეაციულ ზონად იქცევა. მთაწმინდიდან კუს ტბის ფერდობამდე ტყის ლანდშაფტის აღდგენის ოთხწლიანი გეგმის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მაისში განაცხადა. სამუშაოებისთვის „ქართუ“ 16 მილიონს გასცემს. უკვე შესწავლილია ტერიტორია და საჭიროებები. რეკრეაციულ ზონაში მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეები, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარი გაშენდება.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
