ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლით თბილისმა აჭარას გადაასწრო
ახალი შემთხვევაა, 366 დედაქალაქში. რაც შეეხება სხვა რეგიონებს: იმერეთში - გუშინდელზე ნაკლები, 104 ახალი შემთხვევაა, 3 შემთხვევა 57-მდე გაიზარდა სამეგრელო ზემო-სვანეთში, ქვემო ქართლში - 44; შიდა ქართლში - 21; კახეთსა და გურიაში - 13. მცხეთა მთიანეთში - 11; სამცხე ჯავახეთში - 3, ყველაზე ნაკლები- მხოლოდ 1 ფაქტია რაჭა-ლეჩხუმში. ახლად ინფიცირებულთა უმეტესობას სიმპტომები გამოხატული აქვს. მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები შინ მკურნალობენ. ბოლო 24 საათში 5 ადამიანი გარდაიცვალა და 208 გამოჯანმრთელდა. ზოგადად იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც კოვიდ 19 უკვე დაამარცხეს, 53 პროცენტს შეადგენს. საქართველოში ცოტა ხნის წინ კოვიდ 19-ს 42 წლის ქალი ემსხვერპლა. ის ყველაზე ახალგაზრდა პაციენტია, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში მკურნალობდა. ეპიდვითარება ნამდვილად არასახარბიელოა, დღიურად 919 შემთხვევაც პირველია პანდემიურ რეალობაში ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის მაქსიმალური ზღვარი. მატება კიდევ შეიძლება იყოს, ისევე, როგორც კლება. მთავარია, სიმშვიდე და უსაფრთხოების იმ წესების დაცვა, რომელზე უკეთესსაც მსოფლიომ ჯერ ვერ მიაგნო. მთავრობა კი მკაცრი და საყოველთაო ჩაკეტვის ნაცვლად, წერტილოვან შეზღუდვებს აწესებს
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
