ნოემბრიდან, ევროპის მიმართულებით, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა იგეგმება
ნოემბრიდან, ევროპის მიმართულებით, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა იგეგმება. ასევე იგეგმება ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ ხაზებზე რეისების დამატება. ეს არის პარიზის და მიუნხენის მიმართულება. რაც შეეხებათ მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან და თან ექნებათ პისიარტესტი, მათ საკარანტინო სივრცე აღარ დასჭირდებათ და 12-დღიან თვითიზოლაციაში გადავლენ.
