ოჯახის ექიმის ჩართვა კოვიდ 19-თან ბრძოლაში - ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა
ოჯახის ექიმის ჩართვა კოვიდ 19-თან ბრძოლაში- ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრთან სამუშაო შეხვედრაზე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ახალი დადგენილებით, პროვაიდერი ვალდებულებას იღებს, თავად უმკურნალოს ინფიცირებულს. მხარეები ტექნიკური დეტალების დასაზუსტებლად ხვალ შეიკრიბებიან, რის შემდეგაც დაზღვეულთა ინფორმირება დაიწყება.
