24 საათის კოვიდსტატისტიკა რეგიონების მიხედვით
919 კოვიდინფიცირებული, 208 გამოჯანმრთელებული პაციენტი და ოთხი გარდაცვლილი- ეს ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკაა. 919 ინფიცირებულიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი- 366 შემთხვევა თბილისს, 286 აჭარას, 104 კი იმერეთს უკავშირდება. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 14 440 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულია 7 367 პაციენტი. გარდაცვლილთა რაოდენობა კი ჯამში 113-ს შეადგენს.
