ზურაბ ნოღაიდელისთვის დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, თავის მართლების პოზიციას ჰგავს
ზურაბ ნოღაიდელისთვის დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, თავის მართლების პოზიციას ჰგავს. ყოფილმა პრემიერმა, რომელიც გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა, იმედის ეთერში თემის დეტალებზე ისაუბრა. განმარტა, რამდენად ხედავს იმჟამინდელი პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხს. თქვა, რომ სააკაშვილს ხელს ვერ დაადებს, თუმცა ვერც დაააფარებს. მე აქვე გეტყვით, რომ ზურაბ ნოღაიდელი გამოძიების ინტერესის სფეროში სავარაუდოდ მას შემდეგ მოექცა, რაც გავრცელდა წერილი, სადაც ის პრემიერის რანგში აზერბაიჯანელ კოლეგას მიმართავს და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილს, მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიად მოიხსენიებს.
