დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა თბილისის კლასიკური გიმნაზია
დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა თბილისის კლასიკური გიმნაზია. მიზეზი ერთი მასწავლებლის კოვიდ 19-ით ინფიცირება გახდა. სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ვირუსი მათ თანამშრომელს გუშინ დაუდასტრდა,თუმცა ტესტირებამდე ინფიცირებულს კოლეგებთან შეხება ჰქონდა. ახლა ყველა კონტაქტი იზოლირებულია. სწავლა დისტანციურად სავარაუდოდ ერთი კვირა გაგრძელდება.
