მორიგი ანტირეკორდი კოვიდ19-ის დღიურ სტატისტიკაში
ქვეყანაში კორონავირუსის 680-ი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24-ხ საათში, სხვადასხვა გართულებებით გარდაიცვალა 7-ი პაციენტი. ჯამში, თებერვლის ბოლოდან დღემდე, ვირუსმა 109-ა ადაიანის სიცოცხლე შეიწირა. რაც შეეხება ინფიცირების ახალ დადატურებულ შემთხვევებს, ამ მხრივ თბილისმა აჭარას გადაასწრო. დედაქალაქში კოვიდ 19-ი 297-ტ ადამიანს დაუდასტურდა, აჭარაში 189-ს, იმერეთში 150-თ ადამიანს. ერთეული შემთხვევებია ქვეყნის სხვა რეგიონებში. ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის მიუხედავად, თბილისში მკაცრი სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება. შეზღუდვები მხოლოდ წერტილოვანია. ქვეყანა ახლა ვირუსთან ადაპტაციისა და მართვის ეტაპზეა. პირბადე, სოციალური დისტანცია და ხალხმრავალ შეკრებებში მონაწილეობისგან თავის არიდება ისევ მთავარ რეკომენდაციად რჩება. ასევე აქტუალურია პირბადის ღია სივრცეებშიც გამოყენება.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
