ეკონომიკის ზრდის პროგნოზი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება - ასეთია განახლებული პროგნოზი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლობალური ეკონომიკის ოქტომბრის თვის მიმოხილვაშია ასახული . საქართველოს ეკონომიკა ამ პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს ხუთი პროცენტით შემცირდება, 2021 წელს 5 პროცენტით გაიზრდება. ხოლო 2021-2025 წლებში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.5% იქნება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საშუალოვადიან პერიოდში, როგორც 2020-2025, ასევე, 2021-2025 წლებში, საქართველოს, საშუალოდ, ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპასა და რეგიონში.
