შესაძლოა ფოთში ტექსტილის საწარმო დაიხუროს
მიზეზი თანამშრომელთა კოვიდ 19ით ინფიცირებაა. აქ ვირუსი 56 ადამიანს დაუდგინდა. ინფიცირების წყარო ბათუმს უკავშირდება. საწარმოში ჯამში ათასამდე ადამიანია დასაქმებული. სულ სამეგრელო-ზენო სვანეთის რეგიონში, კორონა ვირუსის 91 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსის შემთხვევები აღირიცხა ზუგდიდსა და აბაშაში, რამდენიმე პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.
