რა რეკომენდაციებს გასცემენ სპეციალისტები კოვიდ სტატისტიკის ახალი პიკის ფონზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს რეკომენდაციას, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ. განცხადება ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ გააკეთა. სპეციალისტებთან ერთად მთავრობა ქვეყანაში კორონა ვირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებლის ფონზე შეიკრიბა. ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქში სტატისტიკის მკვეთრდი ზრდის მიუხედავად, შეზღუდვები ჯერ არ წესდება.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
