ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში - ეკატერინე ტიკარაძის განცხადება
კორონავირუსზე სამკურნალოდ საჭიროების შემთხვევაში 2000-მდე საწოლი იქნება მობილიზებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკებში დღეისთვის კორონავირუსზე 2 200-მდე პაციენტი მკურნალობს.
„საწოლების მობილიზებაზე ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ აქტიურად მუსაობს. ამ ეტაპზე თავისუფალი საწოლები გვაქვს, თუმცა ეტაპობრივად, დამატებით კლინიკები ჩაერთვებიან და საჭიროების შემთხვევაში 2000-მდე საწოლი იქნება მობილიზებული. ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ წარმატებით ფუნქციონირებს ოჯახის ექიმის კონსულტაციები პაციენტებთან. ასევე, კოვიდსასტუმროები. პაციენტების უმეტესი ნაწილი მკურნალობს როგორც კოვიდსასტუმროში ასევე ბინაზე. ა,მ ეტაპისთვის კლინიკაში მხოლოდ 2 200-მდე პაციენტია განთავსებული, რომელსაც მკურნალობა კოვიდზე უტარდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
