ბიზნესმენი დავით ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკების დედნები მიაწოდა, განცხადებას ავრცელებს. ის გამოქვეყნებულ ტექსტში აღნიშნავს, რომ გაოგნებულია საკითხისადმი დამოკიდებულებით, რადგან კარტოგრაფიული მასალა რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამოუტანია. „. მე ჩემს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის იმათაც, ვინც თავს მესხმის, ის მტკიცებულებები დავუბრუნე, რამაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს. - წერს ბიზნესმენი. განცხადების ბოლოს ის ამბობს, რომ ამ საკითხზე მედიასთან კომუნიკაციას აღარ გეგმავს. მე აქვე გეტყვთ, რომ მედია მის ბრიფინგს ველოდით, თუმცა როგორც მოისმინეთ ჟურნალისტებთან შეხვედრა აღარ გაიმართება.
