დღე-ღამეში აჭარაში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
დღე-ღამეში აჭარაში 4 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განუცხადა. მისი თქმით, ოთხივე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მან რეგიონის სხვა სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა.
„დადასტურებული არის კორონავირუსით ინფიცირების 189 ახალი შემთხვევა. კოვიდ-კლინიკებში მკურნალობას გადის 550 პაციენტი, მათგან 51 გახლავთ რეანიმაციაში. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებული პაციენტებიდან არასრულწლოვანი გახლავთ 16 და ორსული არსი 26. თავისუფალი საწოლების რაოდენობა გახლავთ 60-ზე მეტი. რაც შეეხება კოვიდ-კარანტინებს, აქ მკურნალობას გადის 770-მდე პირი, რომელთა შორის 70-მდე გახლავთ ბავშვი და ბინაზე მკურნალობაზე იმყოფება დაახლოებით 900-მდე პირი“, - განაცხადა ეფაძემ.
