კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა
პაციენტების გარდაცვალების მიზეზი თანმხლები დაავადებები იყო, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კორონავირუსისგან სულ საქართველოში 109 პაციენტი გარდაიცვალა. „გუშინ 7 პაციენტი გარდაიცვალა. კერძოდ, აჭარასა და თბილისში. გარდავლილი პაციენტების ასაკი 66 წლიდან 90 წლამდეა. მათგან 4 ქალია, 3 კი კაცი. ამ დროისთვის სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია“, - განაცხადა ენდელაძემ. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 109-ს შეადგენს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 7 159-ს შეადგენს. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომა
