ეგვიპტის ლეგენდარულ დედოფალზე ახალ ბიოგრაფიულ დრამას იღებენ
ეგვიპტის ლეგენდარულ დედოფალზე ახალ ბიოგრაფიულ დრამას იღებენ. კლეოპატრას როლს პეტი ჯენკინსის ფილმში გალ გადოტი შეასრულებს. ისრაელში მცხოვრებმა მსახიობმა ამის შესახებ ინფორმაცია „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა. გალ გადოტის პოსტს სოციალურ მედიაში კრიტიკა მოჰყვა, რადგან ფანების ნაწილი ფიქრობს, რომ კლეოპატრას როლი ფერადკანიანმა მსახიობმა უნდა შეასრულოს. 1963 წელს გადაღებულ ამავე სახელწოდების ფილმში, რომელმაც 4 ოსკარი აიღო, ეგვიპტის დედოფლის როლი ელიზაბეტ ტეილორს აქვს შესრულებული.
