გაეროს ახალი ანგარიში
გაეროს გენერალური მდივნის განცხადებით, პანდემია მხოლოდ რეპეტიციაა იმასთან შედარებით, რაც მსოფლიოს კლიმატის ცვლილების გამო ელოდება. გაეროს ახალი ანგარიშის თანახმად, ბოლო 20 წლის განმავლობაში ბუნებრივი კატასტროფები უკიდურესად გახშირდა. ხშირია გაუსაძლისი სიცხე და ყინვა. დოკუმენტის თანახმად, ამ პერიოდში ორჯერ გაიზარდა დამანგრეველი წყალდიდობების რიცხვი, ბუნებრივმა კატასტროფებმა იმსხვერპლა მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი და დააზარალა მსოფლიოს ოთხ მილიარდზე მეტი მოსახლე. არსებობს საფრთხე, რომ მომდევნო ათი წლის განმავლობაში ბუნებრივი კატასტროფები 50%-ით გახშირდეს. გაერო წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, რაც შეიძლება, სწრაფად გაზარდონ ინვესტიციები ბუნებრივი კატასტროფების გამაფრთხილებელი სისტემების უზრუნველსაყოფად.
