შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა ქვეყნის ტერიტორიის გარეთ მცხოვრებმა მოქალაქეებმა უკვე დაიწყეს
შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა ქვეყნის ტერიტორიის გარეთ მცხოვრებმა მოქალაქეებმა უკვე დაიწყეს. არჩევანის დასადასტურებლად ლონდონში მცხოვრებმა ამერიკის მოქალაქეებმა საელჩოს მიმართეს. ამომრჩევლებმა ბიულეტენი ელექტრონული ფოსტით მიიღეს. დისტანციური საფოსტო კენჭისყრა შტატებში კორონავირუსის პანდემიის გამო განსაკუთრებით აქტუალური გახდა. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა, ადრეული კენჭისყრის წესით, უკვე 10 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა. საარჩევნო უბნები კი შტატებში 3 ნოემბერს გაიხსნება.
