საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია
,,გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში" - პროგრამის პრეზენტაცია გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიმართა. სახელმძღვანელო ორივე სფეროს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, რომლებიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის არის ადაპტირებული. წიგნში თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკული აქტივობები და კომპლექსური დავალებებია შეტანილი. ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ სტანდარტებს შეესაბამება. დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადება ქვეყნის მასშტაბით წიგნის ოფიციალური წარდგენის შემდეგ დაიწყება.
