თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო
თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო. პირველი ეტაპი საველე პირობებში პარკის ბიო-მრავალფეროვნების კვლევას მოიცავს, რომლის საფუძველზეც დეტალური ლანდშაფტური პროექტი დამუშავდება. 170 ჰექტარ ფართობზე მოეწყობა სხვადასხვა ფუნქციური ზონა ისე, რომ არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი სრულად იქნება შენარჩუნებული. პროექტის დასრულება მომდევნო წლის დასაწყისისთვის იგეგმება.
