9 გარდაცვლილი პაციენტი ბოლო 24 საათში
9 გარდაცვლილი პაციენტი ბოლო 24 საათში. აქედან 5 აჭარაში მკურნალობდა. ჯამში, კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით, თებერვლის ბოლოდან დღემდე დაღუპულთა საერთო რაოდენობა 102-ია. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, გვაქვს კოვიდ19-ის ახალი 569 შემთხვევა. 207 აჭარაში, 168 თბილისში, 117 კი იმერეთში დაფიქსირდა. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ვითარება საგანგაშო არ არის, თუმცა საყურადღებოა.
