არჩევნებამდე 18 დღით ადრე ქვეყნის პრემიერობა უკვე 5 პოლიტიკოსს სურს
ოპოზიციური პარტიების სიის პირველი ნომრები ცდილობენ ამომრჩეველს საკუთარი უპირატესობები ერთმანეთთან დაპირისპირებით დაუმტკიცონ. კანდიდატებიდან ორი, მიხეილ სააკაშვილი და მამუკა ხაზარაძე სხვადასხვა საქმეებზე არიან ბრალდებულები. საქართველოს მთავრობის მეთაურობაზე უალტერნატივოდ მიაჩნიათ თავი შალვა ნათელაშვილსა და გიორგი ვაშაძესაც. მმართველ პარტიაში კი მიაჩნიათ, რომ პრემიერობის თანამდებობაზე გიორგი გახარიას კონკურენტი არ ყავს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
