ყოფილი მთავრობის და ზურაბ ნოღაიდელის როლი დავით-გარეჯის საქმეში
უპრეცედენტო საქმე, რომელიც ქვეყნის ტერიტორიებს ეხება, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის შექმნის გამო, პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი დააკავა. გამოიკითხა 60-მდე ადამიანი, მათ შორის ყოფილი მაღალჩნოსნები, მაგალითად, ექს პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც 2005 წელს აზერბაიჯანელ კოლეგისთვის მიწერილ წერილში დავითგარეჯს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლად მოიხსნიებდა. საქმეში დევს არქიმანდრიტ კირიონის ჩვენებაც, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით ქვეყნის საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდათ. ასახელებს საგარეო უწყების ყოფილ ხელმძღვანელს და უკვე დაკავებულ ივერი მელაშვილსაც. "ნაციონალური მოძრაობა" დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით სპეკულირებას ცდილობს. სააკაშვილის და მისი გუნდის აქტიურობა მმართველ გუნდს და ანალიტიკოსებსაც ეჭვებს უჩენს ზურაბ ნოღაიდელი პრემიერის პოსტს 2005-2007 წლებში იკავებდა, "ნაციონალური მოძრაობისთვის" მისი ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსზე მეტად მნიშვნელოვანი იმის თქმაა, რომ ხელისუფლებას ეს გამოძიებაც წინასაარჩევნოდ სჭირდებოდა. დადგება თუ არა მთავრობის ყოფილი მეთაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, თუ აღმოჩნდა, რომ ნოღაიდელი 2005 წლის წერილში აზერბაიჯანის საკუთრებად იმ ტერიტორიას ასახელებს, რომელიც ორ ქვეყანს შორის ამ დრომდე არ შეთანხმებულა? საკითხს ასე არასაპარლამენტო ოპოზიციაში აყენებენ
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
