მიხეილ ყაველაშვილი ერთ ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს „ნიკორას“ ესტუმრა
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი დღეს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს „ნიკორას“ ესტუმრა. მისი თქმით, ეკონომიკური განვითარება „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარი პრიორიტეტია. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიღებულმა არაერთმა კანონმა ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების კუთხით ვითარება მკვეთრად გააუმჯობესა.
