თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო
თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო. პროექტირების პირველი ეტაპი საველე პირობებში პარკის ბიომრავალფეროვნების კვლევას მოიცავს, რომლის საფუძველზეც დეტალური ლანდშაფტური პროექტი დამუშავდება. 170 ჰექტარ ფართობზე მოეწყობა სხვადასხვა ფუნქციური ზონა ისე, რომ არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი სრულად იქნება შენარჩუნებული. პროექტის დასრულება მომდევნო წლის დასაწყისისთვის იგეგმება.
