გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესზე ვახტანგ ჩიქოვანი დაიკითხა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესზე ვახტანგ ჩიქოვანი დაიკითხა. ადვოკატების განმარტებით, ამავე საქმის სხვა ეპიზოდის ბრალდებულმა სასამართლოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და დაადასტურა, რომ ძალადობის ორგანიზებას ადგილი არ ჰქონია. არჩილ ბერიანიძის თქმით, მოწმემ ისაუბრა აგარაკიდან წამოსვლის შემდეგ, ხიდთან განვითარებულ მოვლენებზე. ადვოკატების განმარტებით, ვახტანგ ჩიქოვანმა გური ამირხანაშვილს გარდაცვლილი შაქარაშვილის მოძებნა შესთავაზა.მოწმის ჩვენებას არ ეთახმება ბრალდების მხარე, პროკურორის თქმით მოწმემ მათ კეთხვებს არ უპასუხა და მისი პასუხები საქმეში არსებულ მტიცებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის
