დავით გარეჯის საქმე - შეფასებები
მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროკარუტურაში დაწყებული გამოძიების დასრულებაა. მათი თქმით, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების ფარგლებში უნდა დაიკითხოს ყველა მოწმე, რომელიც შესაძლოა, დამატებით ინფორმაციას ფლობდეს.
