რუსთავში მერაბ კოსტავას ბიუსტი დაიდგა
რუსთავში საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ბიუსტი დაიდგა. ქანდაკების ავტორი ვალერი ჯიქიაა. ქალაქის მთავარ გამზირზე ღონისძიებას, მერაბ კოსტავას ქალიშვილი თამთა კოსტავა, საზოგადოება ,,რუსთაველების“ წარმომადგენლები, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
