საგარეო უწყების განმარტება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების ესკლააციისთანავე შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზირი როგორც აზერბაიჯანის ასევე სომხეთის მიმართულებით. მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ განცხადებით სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმიანება. ლაშა დარსალია აქვე აღნიშნავს, რომ ფრენები რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეში სრულდება, სახელმწიფოს ხელთ არსებული ინფორმაციით არის ჰუმანიტარული და სამოქალაქო ხასიათის, შეესაბამება იკაოს სტანდარტებს.
