დაჭრის ფაქტი კარდენახში
პოლიციამ კარდენახში მომხდარი დაჭრის ფაქტიც გახსნა, დააკავეს მამაკაცი, რომელმაც გამოძიების ცნობით, თანასოფლელს ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ცივი იარაღით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. ის მომხდარიდან მალევე აიყვანეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
