სარაგბო ბაზა ასპინძაში
კანდიდატის წარდგენის შემდეგ “ქართული ოცნების” ლიდერებმა ასპინძაში ფონდ "ქართუს" დაფინანსებით შექმნილი სარაგბო ბაზაც დაათვალიერეს. პროექტისთვის ოთხ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. რაგბის ბაზა ასი ადამიანისთვისაა განკუთვნილი, აქვს სტანდარტული და სათადარიგო ბუნებრივ-საფარიანი თანამედროვე მოედნები. ბაზაზე შეკრებებზე წვრთნას გადიან საქართველოს სხვადასხვა სარაგბო კლუბის გუნდები, ტარდება საქართველოს პირველი ლიგის ჩემპიონატის მატჩები, ეწყობა საბავშვო ფესტივალები და საზაფხულო ბანაკები, მათ შორის ინკლუზიური.
