სკანდალური დოკუმენტი - ნოღაიდელის გამოკითხვა
დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა. სავარაუდოდ, მასთან კითხვები ეხებოდა სოციალურ ქსელში გავრცელებულ დოკუმენტს, სადაც ის აზერბაიჯანელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში დავითგარეჯას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლად მოიხსენიებს. ზურაბ ნოღაიდელი ამ დოკუმენტს ხელს საქართველოს მთავრობის მეთაურის სახელით აწერს. ფაქტს, რომ დაკითხვაზე იმყოფებოდა ყოფილი ჩინოსანი ადასტურებს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.
