კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები
საქართველოში კოვიდ 19 ბოლო დღე-ღამეში კიდევ ცხრა პაციენტი ემსხვერპლა, ეს პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე ლეტალური შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. რაც შეეხება კორონა ვირუსის გავრცელების მასშტაბს. ბოლო დღე-ღამეში დაინფიცირდა 569 ადამიანი - ეს ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 329.
