პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით დედა-შვილი დააკავა
პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით დედა-შვილი დააკავა. გამოძიების ცნობით ისინი 30-ზე მეტ მოქალაქეს დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მოპოვებაში, ასევე, პირდებოდნენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას და ბინებს, რის სანაცვლოდაც თითოეულს გამოართვეს 10 ათას დოლარამდე . სამართალდამცველებმა დედა-შვილი, თბილისში დააკავეს. მათ 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
