ანტონ ობოლაშვილის წარდგენა
„ქართული ოცნება ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მოსახლეობასთან წარდგენას განაგრძობს. მმართველი გუნდის ლიდერები დღეს ასპინძაში ჩავლენ. ანტონ ობოლაშვილის წარდგენას “ქართული ოცნების“ გენერალური და აღმასრულებელი მდივნები, პრემიერი და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრებიან. მოგვიანებით კი მმართველი გუნდი ახალქალაქში, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სამველ მანუკიანს წარადგენს.
