სალომე ზურაბიშვილი მზადაა დავით გარეჯის საკითხზე მის ხელთ არსებული ინფორმაცია პროკურორს მიაწოდოს
სალომე ზურაბიშვილი მზადაა დავით გარეჯის საკითხზე მის ხელთ არსებული ინფორმაცია პროკურორს მიაწოდოს. ამასთან პრეზიდენტი საზოგადოებისთვის განმარტავს, რომ გამოძიების კითხვები რეალურად ეხება 2006-2007 წლების და არა მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდს, თუმცა ხელოვნურად იქმნება ფონი, თითქოს კითხვები მასთანაც არის. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, მაშინ როდესაც სალომე ზურაბიშვილი პირველი დიპლომატი იყო, სახელმწიფო საზღვრები აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრების დროს დღის წესრიგის ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო. თუმცა, როგორც საბოლოო შეთანხმება ვერც ერთ მხარესთან ვერ შედგა. შეუთანხმებელ საკითხად დარჩა მათ შორის დავით გარეჯის და წითელი ხიდის მონაკვეთები. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით მაშინ საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ საკითხი პრეზიდენტების გარეშე ვერ გადაწყდებოდა, თუმცა 2005 წლის შემდეგ იმჟამინდელმა პირველმა პირებმა ეს თემა განიხილეს თუ არა, სალომე ზურაბიშვილისთვის თქმით, მისთვის უცნობია.
