კონგრესმენი მუნი საქართველოზე
ამერიკელი კონგრესმენი ალექს მუნი სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის საინვესტიციო კლიმატის ანგარიშს ეხმიანება. კანონმდებელი წერს, რომ “საქართველო შტატების ძლიერი მოკავშირეა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ეკონომიკური თავისუფლების ზრდას, შედეგად განვითარება და ინვესტიციები მოაქვს. ვამაყობდი, როდესაც საქართველოს მაღალი შეფასებები ვნახე. იმ ქვეყნის, სადაც მოგზაურობა ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, ფინანსური სერვისების კომიტეტში მოღვაწეობის ფარგლებში მომიხდა “. წერს ალექს მუნი. ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 1991 წლიდან მოყოლებული გლობლური და რეგიონში არსებული რყევების მიუხედავად, ქვეყენამ რადიკალური ეკონომიკური რეფორმები გაატარა, რისი შედეგიც ახლა კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკაა.
