კოვიდ19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
ბოლო 24 საათში ვირუსს ქვეყანაში რვა პაციენტი ემსხვერპლა, შედარებით ნაკლებია ინფიცირების დღიური მაჩვენებელი. 478-იდან ყველაზე მეტი შემთხვევა ისევ აჭარაშია, შემდეგია თბილისი და მესამე ადგილზეა იმერეთი. გამოჯანმრთელდა 211 ადამიანი. თვის ბოლოს გრიპის სეზონი იწყება. ამ და დღიური შემთხვევების ზრდის ფონზე- დედაქალაქში მზადყოფნა ძლიერდება. საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი შეზღუდვები არ დაუწესებია და პრევენციად ისევ მოქალაქეთა პასუხისმგებლობა განსაზღვრა. სპეციალისტები გვირჩევენ, პირბადე უკვე ღია სივრცეშიც ვატაროთ.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
