რა პოზცია აქვს აზერბაიჯანის საელჩოს დავით-გარეჯის თემასთან დაკავშირებით
დიპლომატიური წარმომადგენლობის მრჩეველი ელდარ ბაირამოვმა აცხადებს, რომ სახელმძღვანელოდ საკმარისია აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველის კომენტარი, რომელიც ოფიციალური ბაქოს პოზიციას ახმოვანებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჰიქ-მეთ ჰაჯიევმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გამოძიება საქართველო შიდა საკითხია და ორი ქვეყნის პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება.
