მედიაში ვრცელდება ტექსტი, თუ რას უყვება გამოძიებას დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი
ჩვენების მიხედვით, წინა ხელისუფლებას აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვართან არსებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია წლების წინ ჰქონდა, თუმცა არა საქართველოს, არამდ აზერბრაიჯანის სასარგებლოდ. არქიმანდრიტის თქმით, აზერბაიჯანის პოლიტიკის გამტარებელი, წინა ხელისუფლების დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკები - სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრი და ექსპერტთა ჯგუფის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი იყო. მისივე თქმით საქართველოს დამაზიანებელ პოზიციას გამოხატავდა იმჟამინდელი მთავრობის საგარეო საქმეთ მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძეც, რადგან 2012ი წლის მაისის მოვლენების დროს ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიალურ კუთვნილებას - ეს არის ფრაგმენტები იმ ჩვენებიდან , რომელსაც აძლევს ბერი კირიონი გამოძიებას.
