მამუკა მდინარაძის განცხადება
კარგი იქნება, როგორც ჩვენ მოვახდინეთ მყისიერი რეაგირება ბატონი ამირანის გაანცხადებასთან დაკავშირებით, ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ლიდერებიც შეუერთდნენ ამ მოწოდებას და თავიანთ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს მოუწოდონ რეგულაციების დაცვისკენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პოლიტიკოსებს და ამომრჩევლებს შეხვედრების დროს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს. „მოგეხსენებათ, პოლიტიკური პროცესია ახლა ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდია და მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, რომ იყოს უფრო ხშირი შეხვედრები და გარე სივრცეში და იქაც ვიხმაროთ ყველამ პირბადე, როგორც თვითონ პოლიტიკოსებმა, ისევე საზოგადოებამ, რომელსაც ისინი ხვდებიან, რათა მეტი პრევენცია გავაკეთოთ ინფექციის გავრცელებისა ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
