ეკატერინე ტიკარაძის განცხადება
ქვეყანაში საწოლების რაოდენობა საკმარისია და ჩვენ ამასაც ყოველღიურ რეჟიმში ვაკვირდებით, თუ როგორია საწოლების დატვირთვის დინამიკა. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან დედაქალაქი შემთხვევების მატებაა, მოხდება დამატებითი საწოლების მობილიზება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ის კლინიკები, რომლებიც დღესდღეობით კოვიდინფექციის მართვაში ნაწილობრივ, ჰიბრიდული მეთოდით არიან ჩართულები, დღის ბოლოსთვის მათი სრული ჩართვა მოხდება ინფექციის მართვაში. „რაც შეეხება სასუნთ აპარატებს, ამ ეტაპისთვის ჩვენ 150-ზე მეტი სასუნთქი აპარატი გვაქვს თავისუფალი, თუმცა მოხდება მათი დამატებაც“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
