საბერძნეთში ჩასულ მიხეილ სააკაშვილს ემიგრანტები ფიზიკურად გაუსწორდნენ
ქალაქის ცენტრალურ უბანში, იქ სადაც ქართველები იკრიბებიან, ექს-პრეზიდენტის გამოჩენას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ათენში ჩავიდოდა, განაცხადა, რომ დახვდებოდნენ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები და აპირებდნენ ყოფილი პრეზიდენტისთვის პროვოკაციის მოწყობას. თქვენ ახლა ემიგრანტების მიერ მოწოდებულ ვიდეო კადრებს უყურებთ.
