საბავშვო ბაღები ამოქმედდა
სააღმზრდელო პროცესი ყველგან არ განახლებულა. დედაქალაქში 183-ი ბაღიდან ოთხი არ ფუნქციონირებს- ესენია 36-ე 53-ე, 89-ე და 99-ე ბაღები, სადაც თანამშრომელთა ნაწილი კოვიდ ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო იზოლირებულია. მუშაობა არ დაუწყიათ აჭარის ბაღებსა და ოზურგეთშიც. ამ შემთხვევაში მიზეზი ეპიდ ვითარებაა.
