ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11794 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6327 ადამიანი, გარდაიცვალა 85 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 523 ადამიანს დაუდასტურდა, 208 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11794 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6327 ადამიანი, გარდაიცვალა 85 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
