საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კოვიდინფიცირების 519 ახალი შემთხვევიდან 222 აჭარაში გამოვლინდა, 137 კი თბილისში.
