საქართველოს ნაკრები ფინალში - მილოცვები
საქართველო ერთა ლიგის ფინალშია - ჩვენმა ნაკრებმა მატჩში, რომელიც პანდემიის პირობებში, გულშემატკივრის გარეშე ჩატარდა, ბელარუსი დაამარცხა. უეფას ერთა ლიგის ფინალის მოგების შემთხვევაში, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და გულშემატკივრებს გამარჯვება მიულოცა ქვეყნის პრემიერ-მინიტრმა. „გილოცავთ, საქართველო იგებს!“ დაწერა გიორგი გახარია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე. მილოცვა გამოაქვეყნა სპორტის მინისტრმაც. „ახლა, დასახულ მიზანს მხოლოდ ერთი გამარჯვება გვაშორებს. მჯერა, ბოლომდე იბრძოლებთ და ნოემბერში გადამწყვეტი თამაშის მოგებასაც შეძლებთ“, -აცხადებს მიხეილ ჩხენკელი. საქართველოს ნაკრებს და ქომაგებს მადლობას უხდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და მაჟორიტარობის კანდიდატი - „დარწმუნებული ვარ, გამარჯვებას ფინალში აუცილებლად ვიზეიმებთ“, - წერს ლევან კობიაშვილი. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ბელარუსთან გამარჯვებას ულოცავს კახა კალაძე. „ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებამ გაახარა მთელი ქვეყანა. საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს. იმედი მაქვს საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ არაერთხელ გაგვახარებს“, - წერს თბილისის მერი და ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
