ეპიდვითარება საქართველოში
6 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში! ეს საქართველოს კოვიდ-სტატისტიკაში რეკორდული მაჩვენებელია. ვირუსისგან გამოწვეული გართულებებით აქედან სამი აჭარაში, ორი გორში, ერთი კი ქუთაისში დაიღუპა. ინფიცირებულთა რაოდენობა კი ისევ 500 სცდება. თბილისში 32-ე საჯარო სკოლის 900-მდე მოსწავლე და 30 მასწავლებელი თვითიზოლაციაშია. მიზეზი მეოთხე კლასელისა და დირექტორის ინფიცირებაა. პარალელურად, ავტონომიურ რესპუბლიკაში, რომელიც თითქმის ორი თვეა ქვეყნის კოვიდრუკაზე წითელი ზონაა, ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი იკლებს. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, არ არის გამორიცხული, რეგიონში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნას.
სიუჟეტის ავტორი: ლევან მორჩიაშვილი-68-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
