ოქრიაშვილის მხარდამჭერები განსაკუთრებული აგრესიით "იმედის" გადამღები ჯგუფის მიმართ გამოირჩეოდნენ
როგორც ჩანს, სააკაშვილის გეგმას ასრულებს კახა ოქრიაშვილიც. ნაციონალურ მოძრაობაში პორტირებული მაჟორიტარობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ქვემო ყარაბულახში, მისმა მხარდამჭერებმა ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მისცეს და „იმედის“ ოპერატორის მიმართ აგრესია გამოხატეს. „ქრონიკის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თავად, ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კახა ოქრიაშვილმაც.
